აბიაზის სასახლე

აბიაზის სასახლე

1935 წელს, თეირანში, ანთროპოლოგიის მუზეუმი დაარსდა. მუზეუმში  დაცულია საინტერესო კოლექცია, რომელიც ძირითადად ყაჯარული და მისი შემდგომი ეპოქით თარიღდება.  1968 წელს ანთროპოლოგიის მუზეუმმა ადგილმდებარეობა შეიცვალა და გადავიდა გოლესთანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსში, აბიაზის სასახლეში. გარდა საგამოფენო სივრცისა, მუზეუმს აქვს კალიგრაფიის, ფოტოგრაფიის, ქანდაკების სახელოსნოები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და ბიბლიოთეკა დიდი სამკითხველო დარბაზით. ანთროპოლოგიის მუზეუმის ექსპოზიცია თემატურად არის შემუშავებული და საკმაოს საინტერესო ექსპონატებს შეიცავს.

აბიაზის სასახლე, სადაც დღეს ანთროპოლოგიის მუზეუმია განთავსებული,  გოლესთანის სასახლეთა კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა. ნასრედინ შაჰის მეფობის ბოლო წლებში, ოსმალეთის სულთანმა აბდულჰამიდ II- მ, ირანს მონარქს დიდი ძღვენი გამოუგზავნა – ძვირადღირებული სუვენირები, ძვირფასი საჩუქრები.  იმ დროს თითქმის ყველა სასახლე და სამეფო დარბაზი გაფორმებული იყო ძვირფასი ნახატებითა და ავეჯით. ამიტომ, ნასრედინ შაჰმა გადაწყვიტა აეშენებინა ახალი სასახლე გოლესთანის კომპლექსის სამხრეთ – დასავლეთ კუთხეში, სადაც ის ძვირფას საჩუქრებს განათავსებდა.

ევროპული სტილის შენობის ფასადის თეთრი ფერისაა, ასევე  თეთრი ფერის მარმარილოს კიბეებით. სასახლეს აბიაზი დაერქვა, რაც თეთრს ნიშნავს. თავიდანვე, 1954 წლამდე, აბიაზის სასახლე სამთავრობო შეხვედრების ადგილს წარმოადგენდა. 1965 წელს მოჰამედ რეზა ფაჰლავის კორონიზაციის ცერემონიალისთვის, აბიაზის სასახლის დასავლეთ ფრთასა და ქვედა სართულზე მცირედი ცვლილებები განხორციელდა. ხოლო 1968 წლიდან ამ შენობაში ანთროპოლოგიის მუზეუმი ფუნქციონირებს.

 

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …