ბუშირის ოსთანის ისტორიული ღირსშესანიშნაობა რეიშაჰრი, მდებარეობს ირანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ ბუშირის ცენტრალურ ნაწილში. აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები, ძველი წელთაღრიცხვის III -I ათასწლეულებით თარიღდება. 1872 – დან 1877 წლამდე და 1914 წელს ფრანგი არქეოლოგების მიერ წარმოებული გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი არტეფაქტები – ელამის მმართველის, შუტრუქ-ნახუნტეს დროინდელი ლურსმული წარწერები, ბრინჯაოს და მოხატული კერამიკის ჭურჭლის ნიმუშები, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან ეს ადგილი უკვე დასახლებულ და მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. ელამური წარწერებიდან ირკვევა, რომ ძველად ქალაქს “ლიანი” ერქვა. როგორც ჩანს, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ლიანი ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი იყო ანტიკური სამყაროს აღმოსავლეთ და დასავლეთ ცივილიზაციებს შორის, რადგან ირანის პლატოს სამხრეთ საზღვრები, ზღვასთან სიახლოვისა და სხვა გეოგრაფიული პირობების გამო, ხელსაყრელ სავაჭრო რეგიონს წარმოადგენდა.
Check Also
სირაფის კოშკურები
სირაფის კოშკურები, მდებარეობს უძველესი პორტის ნანგრევებზე, დღევანდელი ქალაქ სირაფში. წარმოადგენს ძველ და ვრცელ სასაფლაოს. სასაფლაოს …