შაჰვანდის სასახლე, ცნობილი სახელით მწვანე სასახლე, სადაბადის კულტურულ-ისტორიული კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზეა აშენებული. მწვანე სასახლის ძველი შენობა, კერძო მფლობელობაში იყო, ვიდრე რეზა შაჰი მას შეიძენდა. 1923-1928 წლებში არქიტექტორ მირზა ჯაფარ მემარ ბაშის ხელმძღვანელობით დასრულდა მწვანე სასახლის სრული რეკონსტრუქცია. სასახლის ფასადი მოპირკეთებული იშვიათი მწვანე ფერის ქვით ზენჯანის პროვინციიდან და სახელი „მწვანე სასახლე“, სწორედ მისი შეფერილობის გამო ეწოდა.
სასახლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია სარკეებიანი დარბაზი, რომელსაც 70 კვ.მ.-ის, მაშჰადის ცნობილ ამუღლის ხალიჩების სახელოსნოში ნაქსოვი ხალიჩა ამშვენებს.