თავდაპირველად სალამის (“მისაღები”) დარბაზი ისე დაპროექტდა, რომ აქ მუზეუმი უნდა განთავსებულიყო. მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი, ეგრეთწოდებული „მზის ტახტი“ (თახთ-ე ხორშიდ) ირანის ცენტრალური ბანკის სამეფო ძვირფასეულობის საცავში გადაიტანეს, დარბაზს მეფის მონაწილეობით ოფიციალური მიღებების დარბაზის ფუნქცია დაეკისრა. ეს დარბაზი, როგორც სხვა დარბაზები, გამოირჩევა უნიკალური დეკორატიული გაფორმებებით, მათ შორის სარკით ინკრუსტირების ნიმუშებით. ჭერი და კედლები გაფორმებულია თაბაშირის სტუკოებით, ხოლო იატაკები დაფარულია მოზაიკით. ნასრედინ შაჰის დროს, ამ დარბაზს იყენებდნენ ირანელი და ევროპელი მხატვრების ნახატების გამოსაფენად.
Check Also
მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი
ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში აშენდა …