ბანდარ აბასის სუნიტური საკრებულო მეჩეთი, იგივე დელგოშას მეჩეთი, აშენდა 1761 წელს. იგი რამდენიმეჯერ გადაკეთდადა და რესტავრირდა. მისი ფართობი თითქმის 4900 კვადრატული მეტრია, იგი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი მეჩეთია; აქვს ორი სართული, მინარეთი, ეზო და 12 სვეტი კუბური ფორმის ფუნდამენტით, რაც ამ მეჩეთის უძველესი გეგმის ნაშთებია. მიჰრაბი (საკურთხეველი) გაფორმებულია ულამაზესი მაიოლიკით; მეჩეთის მიჰრაბი, მინბარი (ამბიონი) და მინარეთი ზენდების დინასტიის პერიოდით თარიღდება. დელგოშას მეჩეთი რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ძეგლთა ნუსხაში.