ქარიზის (იგივე ყანათი) უზარმაზარი ჰიდროტექნიკური მიწისქვეშა სისტემა კუნძულ ქიშზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული და ისტორიული ადგილია, რომელიც დაახლოებით 2500 წელზე მეტი ხნისაა. ეს მიწისქვეშა ქალაქი, 16 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, ფართობი კი 10,000 კვადრატული მეტრია. 2000 წლების დასაწყისში, გერმანიაში მცხოვრები ირანელი ინჟინრის მანსურ ჰაჯი ჰოსეინის კერძო ინვესტიციებით, მიწისქვეშა ქალაქში მოეწყო კულტურულ-ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ ჰიდროტექნიკური მიწისქვეშა სისტემის ლაბირინთში, არის ტრადიციული ხელნაკეთობების ბაზარი. ამ ბაზრის შექმნის მიზანი ირანული ხელნაკეთობების და ტრადიციული რეწვის ნიმუშების პოპულარიზაციას ემსახურებოდა. აქ ნახავთ პატარა სამლოცველოს, რომლის ჭერზე უამრავი მარჯანი და ნიჟარებია.
Check Also
გენოუს თერმული წყაროები
გენოუს ცხელი, სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება ამავე სახელწოდების მთების ხეობაში, ქალაქ ბანდარ …