დიდი აბანო (ან გაფის აბანი) ადრეულ ყაჯარულ პერიოდს მიეკუთვნება და მდებარეობს ქალაქ ბანდარ აბასში, იმამ მუსა სადრის ქუჩაზე, გზაჯვარედინთან ახლოს. ძეგლი 2002 წლის 28 ოქტომბერს, სარეგისტრაციო ნომრით 6496, რეგისტრირებული იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში. აბანო ფუნქციონალური იყო მე-20 საუკუნის შუა წლებამდე. აბანოს მშენებლობისას, რომელიც ასევე გაფის აბანოს სახელით არის ცნობილი, გამოყენებულია ქვა, აგური, ცემენტის ხსნარი, თაბაშირი და გაჯი. აბანოს აქვს ორი განყოფილება – მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, ასევე ბევრი დერეფანი და ვესტიბული, რომლებიც ხელს უწყობენ ტემპერატურის შენარჩუნებას.
Check Also
გენოუს თერმული წყაროები
გენოუს ცხელი, სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება ამავე სახელწოდების მთების ხეობაში, ქალაქ ბანდარ …