ქერმანშაჰის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასნის, ჩრდილოეთ ხორასნის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სისტან-ბელუჯისტანის, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადის, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ქერმანშაჰის ოსთანი

ქერმანშაჰის ოსთანი ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს; დასავლეთით ესაზღვრება ერაყს,  ჩრდილოეთიდან ქურთისტანის, აღმოსავლეთიდან ჰამადანის და ლურისტანის, ხოლო სამხრეთიდან ილამის ოსთანები. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქერმანშაჰი.  ოსთანის მოსახლეობა 1 952 434  ადამიანს შეადგენს.  ყველაზე გავრცელებული ენებია: სპარსული და ქურთული (საუბრობენ ქურთული ენის სხვადასხვა დიალექტებზე). ქერმანშაქის ოსთანი დაყოფილია 14 შაჰრესთანად: დასავლეთ ისლამაბადი, ფავე, სალესე ბაბაჯანი, ჯავანრუდი, დალაჰუ, რავანსარი, სარფოლე ზაჰაბი, სონყორი, საჰნე, ყასრე შირინი, ქერმანშაჰი, ქანგავარი, გილანე ყარბი და ჰარსინი.

ოსთანის ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული პალეოლითისა და ნეოლითის დროიდან. ქერმანშაჰი ერთ – ერთი უძველესი ქალაქია ირანში.

ქალაქი ქერმანშაჰი, ისევე როგორც ირანის უმრავლესი ქალაქები, მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით – ძველი, ისტორიული ბაზარი, ყაჯარული ეპოქის სახლები, მეჩეთები (მათ შორის პარასკევის მეჩეთი, თექიე მოავენ-ოლ-მოლქის მეჩეთი და ჰაჯ ბარუხის სახლი ყოფილი ებრაული კვარტალში), სეფიანთა ეპოქის  ხიდი ფოლ-ე ქოჰნე. ქერმანშაჰის მახლობლადაა ცნობილი წარწერა ბეჰისთუნის მთაზე, სასანიდების ეპოქის თაყ-ე-ბოსტანის კლდოვანი კომპლექსი, დო-აშქაფთის მღვიმე. ანაჰიტას ტაძრის ნანგრევები ქალაქ ქანგვარში,  გოდინ თეფეს გორა ელამური ეპოქის არქეოლოგიური ნანგრევებით და სხვა.

თაყე ბოსთან

თაყე ბოსთან-ი კლდეის რელიეფების კომპლექსია, რომელიც ირანში სასანიანთა დინასტიის მმართველობის ეპოქას უკავშირდება. მდებარეობს ქალაქ ქერმანშაჰის ჩრდილო-აღმოსავლეთით. რელიეფები ამოკვეთილია ზაგროსის ქედის …

Read More »

ბეჰისთუნის წარწერა

ბეჰისთუნის წარწერა წარმოადგენს თანამედროვე ირანის ქერმანშაჰის ოსთანში, ბეჰისთუნის მთის კირქვის ფლატეზე რელიეფური გამოსახულების ნაწილს. ადგილი სპეციალურადაა შერჩეული, ბეჰისთუნი წარწერა მდებარეობს …

Read More »