თაყე ბოსთან

თაყე ბოსთან-ი კლდეის რელიეფების კომპლექსია, რომელიც ირანში სასანიანთა დინასტიის მმართველობის ეპოქას უკავშირდება. მდებარეობს ქალაქ ქერმანშაჰის ჩრდილო-აღმოსავლეთით. რელიეფები ამოკვეთილია ზაგროსის ქედის კლდოვან  ფერდობზე. ითვლება, რომ თაყე ბოსთანის პირველი რელიეფური გამოსახულება, 1700 წელზე მეტი ხნის წინ გაკეთდა. თავდაპირველად, რელიეფებისა და თაღების ქვეშ რამდენიმე პატარა ნაკადული მიედინებოდა, რომლებიც სავარაუდოდ დაშრა და კომპლექსის ახლოს ახლა მხოლოდ მცირე ზომის ტბა არის . თაყე ბოსთან-ი ერთგვარი არქეოლოგიურ პარკს წარმოადგენს.

თაყე ბუსთან-ი სასანიანთა ეპოქის სპარსული სკულპტურის ერთ – ერთი ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშია. ბარელიეფებზე გამოსახულია სასანიანი მმართველები შაპურ II (309-379), არდაშირ II (379-383), შაპურ III (383-388) და ხოსროვ II (590-628). ხელოვნების ყველა ასეთი ძეგლის მსგავსად, ბარელიეფები მმართველთა სიძლიერეს, დიდებას და საბრძოლო სულისკვეთებას ასახავს.  თაყე ბუსთან-ი მდებარეობს აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზაზე. კლდე, რომელზეც ბარელიეფებია ამოკვეთილი, ზოროასტრიელების წმინდა წყაროს გვერდით მდებარეობს.

თაყე ბოსთანის არქეოლოგიური კომპლექსის ყველაზე ძველ ბარელიეფად მიიჩნევა ე.ქ.”ძველი თაღი”, რომელზეც გამოსახულია არდაშირ II- ის (379-383)მეფედ კურთხევის ცერემონია მისი წინამორბედი შაპურ II- ის მიერ. არსებობს მოსაზრებები, რომ ამ ბარელიეფზე არა შაპურ მეორე, არამედ    ღმერთი აჰურამაზდაა გამოსახული, მმართველი ნაწილობრივ გაიგივებულია მთავარ ღვთაებასთან, ვინაიდან ზოროასტრიზმში ძალაუფლება ღმერთისგან ბოძებულ წყალობად ითვლება. არდაშირ II და შაპურ მეორის /აჰურამაზდას  ფეხქვეშ, დამარცხებული რომის იმპერატორის, იულიან განდგომილის  ფიგურაა გამოსახული. არდაშირ II- მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რომის იმპერატორ იულიანეზე (361-363) გამარჯვებაში. იულიანეს გამოსახულება კოპირებულია რომაული მონეტებიდან. ბარელიეფზე გამოსახული მეოთხე ფიგურა ღმერთი მითრაა. ბარელიეფის სიგანე და სიმაღლე დაახლოებით ოთხი მეტრია.

კომპლექსიის კიდევ ერთი თაღი ე.წ. „დიდი თაღი“, პირობითად ორ ნაწილად იყოფა. ბარელიეფი იყოფა ორ ნაწილად: ზედა ნაწილში სამი ფიგურა გამოსახული – ხოსროვ II (ხოსროვ ფარვიზი)  აჰურამაზდასა და ანაჰიტას გარემოცვაში. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რელიეფზე გამოსახულია არა აჰურამაზდა და ანაჰიტა, არამედ უბრალო ღვთისმსახური და ქურუმი. ბარელიეფის ქვედა ნაწილზე გამოსახულია ცხენზე ამხედრებული სპარსელი მეომარი. ივარაუდება, რომ ესეც ხოსროვ ფარვიზის გამოსახულებაა მის საყვარელ ცხენზე ამხედრებული. როგორც ცხენი, ასევე მხედარი გამოსახულია სრული საბრძოლო ჯავშნით. თაღის წინა ნაწილზე სიცოცხლის ხის ან წმინდა ხის მოჩუქურთმებული ორნამენტებია გამოსახული. თაღის ზემოთ ორი მხრიდან გამოსახულია ორი ფრთიანი ანგელოზი.

კომპლექსის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი ნადირობის სცენას ასახავს. ხოსროვ ფარვიზის ნადირობის სცენები გამოსახულია „დიდი თაღის“ მარჯვენა და მარცხენა კედლებზე. ნადირობის სცენის ამსახველი ბარელიეფის საერთო ზომაა 3,8 x 5,7 მეტრია.უძველესი დროიდან, ნადირობა სპარსეთის მმართველების საყვარელი გართობას წარმოადგენდა.

“მცირე თაღში” შაპურ II (დიდი შაპური) და მისი ვაჟი შაპურ III ერთმანეთის მოპირდაპირედ არიან გამოსახულნი. ივარაუდება, რომ მცირე თაღი შეიქმნა შაპურ III– ის დროს; ზოგი მკვლევარი დარწმუნებით ასახელებს ზუსტ თარიღს – 385 წელს.

თითოეული ფიგურა დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლისაა. შაპურ II ფიგურა მარჯვნივ, ხოლო შაპურ III ფიგურა მარცხნივ არის გამოსახული. მათ ხელში ქვევით დაშვებული გრძელი ხმლები უჭირავთ. ორივე ფიგურა ერთმანეთის მსგავსია, ისინი  თავისუფალი შარვლით, ყელსაბამებით და გრძელი წვერით არიან გამოსახული.

Next Prev
Next Prev

Check Also

تندیس هرکول

تندیس هرکول، در کناره شاهراه شرقی-غربی جاده ابریشم یا جاده بزرگ خراسان در محوطه تاریخی …