გალედარის მეჩეთი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბანდარ აბასში ყალეშაჰის უბანში, წარმოადგენს ბანდარ აბასის და ჰორმოზგანის პროვინციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობას. მეჩეთი სუნიტურია, ის რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ისტორიული ძეგლების ნუსხაში. აშენდა მე-19 საუკინის ბოლოს უფრო მცირე ზომის მეჩეთის ადგილას; მეჩეთს აქვს დიდი ეზო, შედარებით დაბალი სიმაღლის მინარეთი და ლამაზი მიჰრაბი, 16 სვეტი. მეჩეთის შენობაზე არსებული ქვის წარწერის თანახმად, ის ააშენა ბანდარ აბასის ერთ – ერთმა ცნობილმა ვაჭარმა ჰაჯ შეიხ აჰმად გალედარმა.
Check Also
გენოუს თერმული წყაროები
გენოუს ცხელი, სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება ამავე სახელწოდების მთების ხეობაში, ქალაქ ბანდარ …