განჯნამეს (საგანძურის წიგნი) წარწერები, აქემენიდური პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ქალაქ ჰამდანის სამხრეთ-დასავლეთით 5კილომეტრში, აბასაბადის ხეობის სიღრმეში, ალვანდის მთის კლდოვან კალთაზე. განჯნამე წარწერები ორი, სამენოვანი ლურსმული წარწერაა. მარცხენა წარწერა შეიქმნა აქემენიანი მეფე დარიოს დიდის (ძვ. წ. 522–486), ხოლო მარჯვენა წარწერა, მისი ვაჟის, მეფე ქსერქსე I-ის (ძვ. წ. 486–465) ბრძანებით. ორივე წარწერა გაკეთებულია სამ ენაზე: ძველი სპარსულ, ახალი ბაბილონურ და ახალი ელამურ ენებზე. ყველა მათგანი იწყება ღმერთის (აჰურა მაზდა) დიდებით და შეიცავს დარიოსისა და ქსერქსეს წარმოშობისა და მათი საქმეების აღწერას. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, კლდეზე ამოტვიფრული ლურსმული წარწერებს იმის გამო რომ მათი წაკითხვა არ შეეძლოთ, „საგანძურის წიგნი“ შეარქვეს, რადგან სჯეროდათ, რომ წარწერებში დაფარული საგანძურის საიდუმლო კოდი ინახებოდა. წარწერების ნამდვილი მნიშვნელობა მხოლოდ XIX საუკუნეში ევროპელი მეცნიერების მიერ იქნა გაშიფრული.
Check Also
ეკბატანას მუზეუმი
ეკბატანას მუზეუმი ქალაქ ჰამადანში, ჰაფთე-თირის მოედანზე მდებარეობს. მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს. მდებარეობს ეკბატანას ბორცვის აღმოსავლეთ …