ალისადრის მღვიმე

ალისადრის მღვიმე, ერთ-ერთი უდიდესი წყლის მღვიმე მსოფლიოში, ქალაქ ჰამადინიდან ჩრილოეთით 70 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ალი სადრის მღვიმე ჰამედანის პროვინციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავს. მღვიმეში სხვადასხვა ზომის ტბებია, რომლებიც ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. ზოგიოერთი ტბის ფართობი რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრსაც კი აღწევს. ცალკეული მონაკვეთების სიღრმე 17 მეტრი, ხოლო მღვიმეების სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 15 მეტრია. გამოქვაბულში წყალი სუფთა და ანკარაა. გამოქვაბულის ორი ტოტი 11-12 კმ სიგრძისაა, რის გამოც გამოქვაბულის სიღრმეებში შეღწევა მხოლოდ ნავით არის შესაძლებელი.
ალი სადრის მღვიმე ბუნების ძეგლია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის მიერ, 2009 წლის 6 იანვარს, ირანის ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.

Next Prev
Next Prev

Check Also

ეკბატანას მუზეუმი

ეკბატანას მუზეუმი ქალაქ ჰამადანში, ჰაფთე-თირის მოედანზე მდებარეობს. მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს. მდებარეობს ეკბატანას ბორცვის აღმოსავლეთ …