არასბარანი, ასევე ცნობილი სხვა სახელით ყარადაღი, რაც “შავ მთას” ნიშნავს, დიდი მთიანი რეგიონია ირანში, გადაჭიმულია ქალაქ აჰარის სამხრეთით მდებარე ყუშადაღის მთიანეთიდან მდინარე არაქსამდე აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მხარეში. არასბარანის მთიან რეგიონს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მეშგინშაჰრისა და მოღანის ოლქები, სამხრეთით – სერაბის, ხოლო დასავლეთით – თავრიზის და მარანდის ოლქები. არასბარანის რეგიონის 72,460 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, (კოორდინატები ჩრდილოეთ განედის 38 ° 40 ‘-დან 39 ° 08’ და აღმოსავლეთის გრძედის 46 ° 39 ‘-დან 47 ° 02’ მდე), წარმოადგენს ბიოსფერული ნაკრძალს და არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი 1976 წლიდან. კასპიის, კავკასიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონებს შორის მდებარე არასბარანის მთიანეთში, არის 2201 მ. სიმაღლის მაღალი მთები, ალპურ მდელოები, ნახევრად არიდული ჰავის ვაკეები, საძოვრები და ტყეები, მდინარეები და წყაროები. არასბარანში დაახლოებით 23 500 მომთაბარე ცხოვრობს, რომლებიც ძირითადა რეგიონის ურბანულ რაიონებს შორის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. რეგიონის ეკონომიკური საქმიანობა მოიცავს სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, მებაღეობას, ხელოსნობას და ტურიზმს.
Check Also
მითრას ტაძარი
მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …