გონბად-ე ყაფარიე (ყაფარიეს გუმბათი) მდებარეობს ქალაქ მარაყეში, ჩრდილო – დასავლეთ უბანში, მდინარე სუფიჩაის ნაპირთან. ნაგებობა აშენებულია ჰულაგუიანთა მმართველობის ეპოქაში, აბუ საიდ ბაჰადურ-ხანის მიერ. ყაფარიეს გუმბათი, ისევე როგორც მარაყეში მდებარე მსგავსი არქიტექტურის ნაგებობები, სწორკუთხა ფორმისაა, ნაგებია ქვის კვარცხლბეკზე. შენობას შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. დეკორირებულია ფერადი – შავი, თეთრი და ცისფერი მოჭიქული ფილებით.
Check Also
მითრას ტაძარი
მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …