ყაჯარების მუზეუმი თავრიზში

ამირ ნეზამის სახლი, ასევე ცნობილი სახელით ყაჯარების მუზეუმი, ისტორიული შენობაა ქალაქ თავრიზის ერთ-ერთი უძველეს უბან შეშგელანში. შენობის საძირკვლის ფართობი 1200 კვადრატული მეტრია. ეს შენობა, სადაც 2006 წლიდან ყაჯარების დინასტიისადმი (1781-1925) მიძღვნილი მუზეუმი ფუნქციონირებს, აშენდა ფათალი-შაჰის ძის და მემკვიდრის, აზერბაიჯანის ბეგლარბეგის, აბას-მირზას (1789-1833წწ.) მმართველობის დროს. შემდგომ წლებში მოხდა შენობის რესტავრირება ცნობილი ბრიგადის გენერლის, პოლიტიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰასან ალი ხან გარუსის (1820 — 1900) თაოსნობით და აქ მისი რეზიდენცია განთავსდა. უფრო მოგვიანებით, ეს შენობა აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორების ოფიციალურ რეზიდენციად გამოიყენებოდა. დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებობის გამო, ეს ისტორიული შენობა ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,  განიხილებოდა მისი დანგრევა და მის ადგილზე სკოლის აშენება. მაგრამ 1993-2006 წლებში შენობას ჩაუტარდა ფართომასშტაბიანი სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები, რის შემდეგაც მას  ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

Next Prev
Next Prev

Check Also

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …