კონსტიტუციური რევოლუციის სახლი თავრიზში („ხანეიე მაშრუთე“)

თავრიზის კონსტიტუციური რევოლუციის სახლის, (სპარსულად “ხანეიე მაშრუთე”) ისტორიული შენობა, მდებარეობს თავრიზის დიდი ბაზრის გვერდით, მოთაჰარის გამზირზე. წლების განმავლობაში, რომლებიც კონსტიტუციურ რევოლუციას უძღოდა წინ და მას შემდეგაც, სახლი გამოიყენებოდა როგორც მოძრაობის ლიდერების, აქტივისტებისა და მათი გულშემატკივრების თავშეყრის ადგილი. მათ შორის ყველაზე ცნობილი ადამიანები იყვნენ სათარ ხანი, ბაღერ ხანი, სეყათ-ოლ-ისლამ თაბრიზი, ჰაჯი მირზა აყა ფარში და ჰაჯი მეჰდი ქუზექანანელი რევოლუციონერი აქტივისტები და იმ დროისთვის აღიარებული ლიდერები. კონსტიტუციური რევოლუციის სახლი ორსართულიანი შენობაა, აშენდა 1868 წელს ჰაჯ ვალი მე’მარ-ე თაბრიზის მიერ, ყაჯარულ ეპოქისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ სტილში; აქვს საკმაოდ ბევრი ოთახი და დარბაზები. სახლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია ფერადი მინებითა და სარკეებით გაფორმებული გადახურვა და დერეფანი ვიტრაჟული ფანჯრებით. შენობაში დეღეს, ირანის კონსტიტუციური რევოლუციის მუზეუმი ფუნქციონირებს.

Next Prev
Next Prev

Check Also

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …