სეიედ მოზაფარის მავზოლეუმი

იმამ მუსა ქაზემის შთამომავალის, სეიედ მოზაფარის სალოცავი და მავზოლეუმი  მდებარეობს ქალაქ ბანდარ აბასში, ჰორმოზგანის ოსთანში. ნაგებობა რამდენჯერმე აღადგინეს, ხოლო 1926 წელს იგი საბოლოოდ განახლდა და გაფართოვდა. სალოცავი აგებულია შემაღლებულ პლატფორმაზე განთავსებული, აქვს ოთხი მინარეთი, მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით და ფირუზისფერი მოზაიკით; სარკმლები და გარე ფასადის მორთულობა, სეფიანთა ეპოქის არქიტექტურის ნიმუშია.

შესასვლელი კარის თაღი დეკორირებულია მუყარნათი, გუმბათი მოჭიქული კერამიკული ფილებით. სხვა საკრალური დანიშნულების ძეგლებისაგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად შაჰჩერაღის მეჩეთი ქალაქ შირაზში, აქ ინტერიერის გასაფორმებლად სარკის დამუშავების ხელოვნება არ არის გამოიყენებული. სეიედ მოზაფარის მავზოლეუმი უძველესი დროიდან პოპულარულია ხალხში და ყოველწლიურად უამრავ მომლოცველს მასპინძლობს.

Next Prev
Next Prev

Check Also

გენოუს თერმული წყაროები

გენოუს ცხელი, სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება ამავე სახელწოდების მთების ხეობაში, ქალაქ ბანდარ …