ქანდოვანი

უძველესი ცივილიზაციის ნაშთები ცოტა ადგილას თუ შემორჩა. ადამიანთა კულტურული მემკვიდრეობა, სხვადასხვა ეთნოსისათვის დამახასიათებელი ნიშნები ხშირად მხოლოდ ისტორიული მახსოვრობაა. თუმცა, მსოფლიოში არსებობს ადგილები, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციის მსგავს პირობებში ცხოვრებენ. არც სოფელი ქანდოვანია გამონაკლისი. აქ ძველი ცივილიზაციის ნაშთებია შემორჩენილი და ადამიანთა ყოფაც ძველებურია.

ქანდოვანში სახლები პირდაპირ საჰანდის მთის კალთებზე, კლდის მაგმურ ქანებშია გამოკვეთილი. ყველაზე ძველი საცხოვრებელი სახლი მე-14 საუკუნით თარიღდება. ქანდოვანი მსოფლიოში არსებული სამი კლდეში ნაკვეთი დასახლებიდან ერთ-ერთია; ამ უნიკალური ადგილის მიმზიდველობას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ მოსახლეობა აქ დღემდე ცხოვრობს და ეწევა ყოველდღიურ საქმიანობას. დღეისათვის სოფელში დაახლოებით 117 ოჯახი ცხოვრობს.

Next Prev
Next Prev

Check Also

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …