ქალაქი აჰარი აღმოსავლეთის აზერბაიჯანის ოსთანის, აჰარის შაჰრესთანის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს ქალაქ თავრიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 90 კმ. მანძილის დაშორებით, ზღვის დონიდან 1360 მ. სიმაღლეზე. 2016 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, აჰარი არის ოსთანის მეოთხე ყველაზე დასახლებული ქალაქი, რომლის მოსახლეობა 100 641 ადამიანს შეადგენს. XVIII-XIX სს.-ში, აჰარი იყო ყარადაღის სახანოს დედაქალაქი. ქალაქი აჰარი და მისი შემოგარენი, მდიდარი კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე რაიონია; აქ სხვადასხვა ეპოქის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. მისი ბუნება კი ტყეებით, სუფთა ჰაერით, ალპური მინდვრებით და ხშირი ტყეებით უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს.
Check Also
მითრას ტაძარი
მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …