ალიშაჰის ციტადელი

ალიშაჰის ციტადელის თავდაპირველი ნაგებობა წარმოადგენდა დიდ, კედლით გარშემორტყმულ კომპლექსს, რომელიც შედგებოდა დიდი, თაღოვანი მეჩეთის, მასთან მიმაგრებული სამლოცველო დარბაზების და ბიბლიოთეკისგან; შიდა ეზოს კი ამშვენებდა დიდი აუზი. კომპლექსი აშენდა მე-14 საუკუნეში ჰულაგუიანთა მმართველობის დროს.

მეჩეთის მშენებლობის პროცესში, შეიქმნა გარკვეული სირთულეები, რის გამოც ძირითადი შენობა ნახევრად დაუმთავრებელი დარჩა. მომდევნო წლებში, პირველი მეჩეთისგან დარჩენილი კედლების გამოყენებით, მის ადგილას აშენდა სამხედრო დანიშნულების ციხესიმაგრე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამხედრო ყაზარმა და ქალაქის საფორტიფიკაციო კედელი.

1931 წელს ციტადელის ნანგრევები გამაგრდა და ირანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში აღირიცხა როგორც ალიშაჰის მეჩეთი. 1974-1978 წლებს შორის, შენობის ისტორიულ ნაწილს მთლიანად მოანგრიეს ყაჯარების პერიოდში მიშენებული სხვა ნაგებობები. ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის მიერ 2000-2012 წლებში, ციტადელის რეკონსტრუქციის დროს, შენობიდან მოხსნეს დანარჩენი ნიშნები და სიმბოლოები, რომლებიც უკავშირდება ყაჯართა პერიოდის მშენებლობას. შემორჩენილია მეჩეთის მხოლოდ სამხრეთი კედელი მაღალი მიჰრაბით (საკურთხევლით).

Next Prev
Next Prev

Check Also

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …