ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.
1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზისტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.
1950 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე, 2004 წელს, ხორასნის ოსთანი დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.
დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.
ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის ოსთანი
ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთს, ესაზღვრება ირანის სამი ოსთანი: ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ხუზისტანი და ისპაჰანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შაჰრე ქორდი. ჩახარმაჰალი და ბახტიარიის ოსთანის მოსახლეობა შეადგენს 947 763 ადამიანს. იყოფა ათ შაჰრესთნად : შაჰრე ქორდი, ბორუჯენი, ლორდეგანი, ფარსანი, არდალი, ქუჰრანგი, ქიარი, ბენი, სამანი და ხანმირზა.
ოსთანის ისტორია მეტწილად დაკავშირებულია ბახტიარის ტომის ისტორიასთან. თვითონ ბახტიარის ტომი შეიძლება დაიყოს ორ ქვეტომად – ჰაფთ ლანგი და ჩაჰარ ლანგი, განსხვავებული ტერიტორიული კუთვნილებებით. ისინი ლური ენის ძირითადი მატარებლები არიან.
ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის ოსთანი მდიდარია ბუნებრივი წყლებით, წყაროებით, პატრა-პატარა მდინარეებით და ჩანჩქერებით, რომლებიც თავის მხრივ წყლით ამარაგებენ ორ დიდ და სასიცოცხლო მნიშვნელობის მდინარეებს – ზაიანდერუდსა და ქარუნს.
ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს შორისაა მდინარე ზაიანდერუდი, ზამანხანის ხიდი, კაშხალი მდინარე ქარუნზე, დიმეს წყარო, შეიხ ალი-ხანის ჩანჩქერი, ჩამსა ყინულის გამოქვაბული, დარქეშ-ვარქეშის კანიონი, სარდაბის წყარო როსთამ აბადში, სოფელი დოფოლანი, კაშხალი ქარუნ-4, დარე ეშყი (სიყვარულის ხეობა), სოფელ ათაშგას ჩანჩქერი, ჩოღახორის წყალსატევი, ფირე-ყარის მღვიმე, სიასარდის წყარო, თანგე საიადის ეროვნული პარკი, სარაბის გამოქვაბული, ქორდიკონის ჩანჩქერი და სხვა.