ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.

1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზისტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე,  2004 წელს, ხორასნის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის ოსთანი  

ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთს, ესაზღვრება ირანის სამი ოსთანი: ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ხუზისტანი და ისპაჰანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შაჰრე ქორდი. ჩახარმაჰალი და ბახტიარიის ოსთანის მოსახლეობა შეადგენს 947 763 ადამიანს.  იყოფა ათ შაჰრესთნად : შაჰრე ქორდი, ბორუჯენი, ლორდეგანი, ფარსანი, არდალი, ქუჰრანგი, ქიარი, ბენი, სამანი და ხანმირზა.

ოსთანის ისტორია მეტწილად დაკავშირებულია ბახტიარის ტომის ისტორიასთან. თვითონ ბახტიარის ტომი შეიძლება დაიყოს ორ ქვეტომად – ჰაფთ ლანგი და ჩაჰარ ლანგი, განსხვავებული ტერიტორიული კუთვნილებებით. ისინი ლური ენის ძირითადი მატარებლები არიან.

ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის ოსთანი მდიდარია ბუნებრივი წყლებით, წყაროებით, პატრა-პატარა მდინარეებით და ჩანჩქერებით, რომლებიც თავის მხრივ წყლით ამარაგებენ  ორ დიდ და სასიცოცხლო მნიშვნელობის მდინარეებს – ზაიანდერუდსა და ქარუნს.

ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს შორისაა მდინარე ზაიანდერუდი, ზამანხანის ხიდი,  კაშხალი  მდინარე ქარუნზე, დიმეს წყარო, შეიხ ალი-ხანის ჩანჩქერი, ჩამსა ყინულის გამოქვაბული, დარქეშ-ვარქეშის კანიონი, სარდაბის წყარო როსთამ აბადში, სოფელი დოფოლანი,  კაშხალი ქარუნ-4, დარე ეშყი (სიყვარულის ხეობა), სოფელ ათაშგას ჩანჩქერი, ჩოღახორის წყალსატევი, ფირე-ყარის მღვიმე, სიასარდის წყარო, თანგე საიადის ეროვნული პარკი, სარაბის გამოქვაბული,  ქორდიკონის ჩანჩქერი და სხვა.

სოფელი სარ-აღა-სეიედი

სარ-აღა-სეიედი სოფელია მიანქუჰ-ე მოყუის რაიონში, ირანში, ჩარჰამაჰალისა და ბახტიარიის ოსთანის ქურანგის ოლქის ცენტრალურ ნაწილში. 2016 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა …

Read More »

ბარდ-ე გური

ბარდ-ე გური, ან სხვანაირად სანგ-ე გური, საფლავის ქვას ნიშნავს. ეს არქეოლოგიური ძეგლი, წინა ისლამური პერიოდის სამარხს წარმოადგენს. ზოროსტრელების ტრადიციების მიხედვით, …

Read More »

სარკეებიანი დარბაზი

ქალაქ შაჰრ-ე ქორდის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, ქალაქის ცენტრში მდებარე, ყაჯარული პერიოდის შენობაა, რომელიც სარკეებიანი დარბაზის სახელითაა ცნობილი. სარკეებიანი დარბაზი, ისტორიულ-კულტურული …

Read More »

ჩეშმე დიმე

ჩეშმე დიმე არის წყარო, რომელიც მდებარეობს სოფელ დიმეს მახლობლად,  ქუჰრანგის ოლქში, ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში.  ჩეშმე დიმეს წყარო მდინარე ზაიანდერუდის …

Read More »

ტრადიციული რეწვისა და ხელოვნების მუზეუმი

შაჰრე ქორდის ტრადიციული რეწვისა და ხელოვნების მუზეუმი, ქალაქის ცენტრში, ისტორიული აბანოების შენობაშია განთავსებული. მუზეუმის შენობა, ყაჯარულ ეპოქაშია აგებული და 2010 …

Read More »

შაჰრე ქორდის არქეოლოგიური მუზეუმი

შაჰრე ქორდი ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრია. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ქალაქად ირანში. მოსახლეობა დაახლოებით 130 ათას ადამიანს შეადგენს. …

Read More »

დასთგერდის მავზოლეუმი

ემამზდე-იე დასთგერდ, სეფიანთა ეპოქის საკულტო ნაგეობაა და მდებარეობს ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში, ქიარის ოლქში, დაბა დასთგერდ-ე ემამზადეში. შენობა აქვს მაღალი …

Read More »

ქვის ლომები

ქვის ლომები, ბახთიარულ დიალექტზე „ბარდე შირ“, ერთგვარი საფლავის ქვაა, რომელიც ძირითადად ირანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში გვხვდება. ლომის ფორმის ეს ქვები,  ლურების, …

Read More »

ჩოღახორის ტბორი

ულამაზესი ჩოღახორის წყალ-ჭაობი (ან ტბორი), რომლის ფართობი დაახლოებით 2300 ჰექტარია, მდებარეობს ბარაფთაბის და ქელარის მთისწინეთში, ქალაქ ბოლდაჯის და სოფლების  სიბაქის …

Read More »

როხის ქვის წარწერა

როხის წარწერა, სეფიანთა პერიოდს მიეკუთვნება. მდებარეობს ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში, ქალაქ ფაროხშაჰრშთან, როხის უღელტეხიზე. როხის წარწერა, როგორც ისტორიული ძეგლი, 2002 …

Read More »