ქვის ლომები

ქვის ლომები, ბახთიარულ დიალექტზე „ბარდე შირ“, ერთგვარი საფლავის ქვაა, რომელიც ძირითადად ირანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში გვხვდება. ლომის ფორმის ეს ქვები,  ლურების, ბახთიარების და ყაშყაის მომთაბარე ტომის გარდაცვლილთა საფლავებზე გვხვდება.  ლომი, სიმამაცის სიმბოლო,  ხშირად გვხვდება ბახთიარულ ზეპირსიტყვიერებაში, ფოლკლორში, ლეგენდებში. ირანული ლომი, რომელიც მართლაც ბინადრობდა არჟანის დაბლობში, ზაგროსის მთებში და ხუზისტანის ზოგიერთ რაიონში, სამწუხაროდ გადაშენდა და დღეს მხოლოდ ზეპირ, ხალხურ  თქმულებებში გვხვდება. სასაფლაოებზე ქვის ლომის ქანდაკებების რაოდენობის მიხედვით, შეიძლება განვსაზღვროთ აქ დაკრძალულ ადამიანთა სოციალურ-მატერიალური მდგომარეობა, ან კონკრეტული სამარხის მნიშვნელობა. წერილობითი ისტორიის არ არსებობის შემთხვევაში, საფლავზე აღმართული ქვის ლომის ქანდაკებები, ბახთიარების მდიდარი, საინტერესო წარსულს, ადათებს და ტრადიციებს გვამცნობენ.

Next Prev
Next Prev

Check Also

ჩეშმე დიმე

ჩეშმე დიმე არის წყარო, რომელიც მდებარეობს სოფელ დიმეს მახლობლად,  ქუჰრანგის ოლქში, ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში. …