დეზაქის ციხე, ყაჯარული პერიოდის ისტორიული ნაგებობაა და მდებარეობს ჩაჰარმალ და ბახთიარიის ოსთანში, ქიარის ოლქის დაბა დეზაქში, შაჰრექორდიდან 35 კმ. მანძილის დაშორებით. დეზაქის ციხის მშენებლობა რამდენიმე წელი გაგრძელდა. აგებულია ბახთიარელი დიდებულების მიერ; ნაგებობა ორსართულიანია; მის მშენებლობაზე ისპაჰანელი ოსტატები მუშაობდნენ. დეზაქის ციხის სახელით ცნობილ ისტორიულ შენობას, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში თავს აფარებდნენ გამოჩენილი ირანელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: ვაჰიდ დასთგერდი, ალი აქბარ დეჰხოდა და სხვები.
Check Also
ჩეშმე დიმე
ჩეშმე დიმე არის წყარო, რომელიც მდებარეობს სოფელ დიმეს მახლობლად, ქუჰრანგის ოლქში, ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში. …