ფირ-ღარი ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში, სოფელ დეჰჩეშმეში მდებარეობს. ეს ადგილი საინტერესოა იმით, რომ აქ პირდაპირ კლდის ფენებიდან ათამდე წყარო გადმოდის და ადგილობრივების და ოსთანის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. კლდეზე, თვალსაჩინო ადგილას, სპარსულ ენაზე შესრულებული სამი წარწერაა, რომლებიც ყაჯარების ეპოქას ეკუთვნის. კლდეზე შესრულებული წარწერები გენერალ ზაფარ ბახთიარის დაკვეთით არის შესრულებული და გვამცნობს გენერალ ასად ბახთიარის მეთაურობით ბახთიარების სამხედრო ექსპედიციაზე თეირანში და მათ წვლილზე ირანის კონსტიტუციურ რევოლუციაში. ქვაზე გაკეთებული წარწერები სამი სხვადასხვა, დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება, მაგრამ მათი ტექსტი ურთიერთდაკავშირებულია. სოფელი დეჰჩეშმე თავისი ულამაზესი ბუნებითა თუ სხვა ისტორიულ-კულტურულ ძეგლებთით, როგორიცაა ყალეხანი და შირსანგი, ერთ – ერთ ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო მხარეა ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში.
[/tie_slideshow]