ჰორმოზგანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სისტან-ბელუჯისტანის, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადის, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

 

ჰორმოზგანის ოსთანი

ჰორმოზგანი, ირანის ოცდათერთმეტი   ოსთანიდან   ერთ-ერთი,   მდებარეობს   ქვეყნის   სამხრეთ ნაწილში,  საკმაოდ   ფართო   გასასვლელი  აქვს სპარსეთის  ყურეზე.   ადმინისტრაციული ცენტრია   ქალაქი   ბანდარ აბასი.   ჰორმოზგანის   ოსთანს   ესაზღვრება   ირანის ოთხი  ოსთანი: ჩრდილოეით   და   ჩრდილო-აღმოსავლეთით   ქერმანის   ოსთანი,   დასავლეთით   დაჩრდილო დასავლეთით ფარსის და ბუშეჰრის ოსთანები, აღმოსავლეთის სისტან-ბელუჯისტანის ოსთანი, სამხრეთით სპარსეთის ყურის თბილი წყლები და ომანის ზღვა. სანაპირო ზოლი დაახლოებით 900 კმ სიგრძისაა. ჰორმაზაგანის ოსთანის მოსახლეობა, მილიონ შვიდასი ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს. ჰორმოზგანის ოსთანი დაყოფილია ცამეტ შაჰრესთანად, ესენია:   ბანდარ-აბასის,   ბანდარ-ლენგეს,   მინაბის,   ყეშმის,   რუდანის,   ბასთაქის,ჰაჯიაბადის,   ჯასკის,   ხამირის,   ფარსიანის,   სირიკის,   ბაშგარდის   და   აბუმუსასშაჰრესთანები. ჰორმოზგანის   ოსთანის   ადმინისტრაციულ   საზღვრებში   შედის   სპარსეთის   ყურეში მდებარე თოთხმეტი კუნძული: ყეშმი, აბუ-მუსა, ქიში, ლავანი, ჰინდურაბი, შიდვარი, ლარაქი,ორმუზი, დიდი და პატარა თონბის, სირრის, დიდი და პატარა ფარორის კუნძულები.აქედან ყველაზე დიდი კუნძულია ყეშმი. ოსთანის დიდი მდინარეებია: მინაბი, ქოლი,რუდე-შირინი, ჯეგინი და სხვ.ჰორმოზგანის ოსთანის  ჰავა  ძალიან  ცხელი  და ნოტიოა,  ტემპერატურა ზაფხულობითზოგჯერ 49 ° C- ს აღემატება. წლის განმავლობაში ძალიან მცირე ნალექი მოდის. მიუხედავად   იმისა,   რომ   ჰორმოზგანი   დასახლებული   იყო   ჯერ   კიდევ   აქემენიანთა ეპოქაში,   ჰორმოზგანის   მთავარი   პორტის,   ორმუზის   დოკუმენტირებული   ისტორია სასანიდების  პერიოდიდან,  არდაშირ   I   -დან   იწყება.   როგორც   ცნობილია,   პროვინცია განსაკუთრებით აყვავებული  იყო ჩვენს  წელთაღრიცხვამდე  241 –  211  წწ-ში, მაგრამ ისლამიზაციის   შემდეგ,   მხარის   სავაჭრო-კომერციული   დანიშნულება   კიდევ   უფროგაიზარდა.  1272  და  1293  წლებში  მარკო   პოლომ  იმოზაურა  ამ  მხარეში.  სწორედ   ის გვაწვდი   ინფორმაციას     ჰორმუზის   პორტის   ბაზრებში   ფართო   ვაჭრობის   შესახებ;

სპარსეთის   ყურის   სტრატეგიული   მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა   პირველიმსოფლიო ომის შემდეგ, რეგიონში ნავთობის აღმოჩენის შედეგად. ჰორმოზგანში  დღეს თერთმეტი   პორტი,   ხუთი   ადგილობრივი   და   და   სამი   საერთაშორისო   მნიშვნელობის აეროპორტია.  მოქმედებს  სოფლის  მეურნეობის აქტიური  სექტორი, რომელიც  ირანში ლაიმის   წარმოებით   პირველ,     ხოლო   ფინიკის   წარმოებით   მეორე   ადგილს   იკავებს. ირანის თევზჭერის პროდუქტის წარმოების 30% ამ პროვინციაზე მოდის. ჰორმოზგანს აქვს ორი თავისუფალი სავაჭრო ზონა –  კუნძული ქიში და კუნძულ ყეშმი.

სეიედ მოზაფარის მავზოლეუმი

იმამ მუსა ქაზემის შთამომავალის, სეიედ მოზაფარის სალოცავი და მავზოლეუმი  მდებარეობს ქალაქ ბანდარ აბასში, ჰორმოზგანის ოსთანში. ნაგებობა რამდენჯერმე აღადგინეს, ხოლო 1926 …

Read More »

ნამაქდანის მღვიმე

ნამაქდანის მღვიმე, ასევე ცნობილი სახელით 3N მარილის მღვიმე ან ქანის (ახლომდებარე სოფლის სახელი) მღვიმე კუნძულ ყეშმზე, ყველაზე გრძელი მარილიანი მღვიმეა …

Read More »

“ქარიზის” მიწისქვეშა ქალაქი კუნძულ ქიშზე

ქარიზის (იგივე ყანათი) უზარმაზარი ჰიდროტექნიკური მიწისქვეშა სისტემა კუნძულ ქიშზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული და ისტორიული ადგილია, რომელიც დაახლოებით 2500 წელზე …

Read More »

ჰეზარეს ციხე

ჰეზარეს ციხე ყაჯარული ეპოქის ისტორიული ძეგლია, მდებარეობს  ჰორმოზგანის ოსთანის ქალაქ მინაბში და ქალაქის  ერთ-ერთი ისტორიული ძეგლია. ადგილობრივები ჰეზარეს ციხეს, “ბიბი …

Read More »

ფინის ციხე

შემოდგომა და ზამთარი სამხრეთ ირანში მოგზაურობისთვის ყველაზე ხელსაყრელი სეზონებია. სასიამოვნო ამინდი, უამრავი ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობა, სპარსეთის ყურის კამკამა წყლები, …

Read More »

ორმუზის ციხე

ორმუზის ციხე, ასევე ცნობილი სახელით პორტუგალიური ციხე, წითელი ქვის ციხეა ორმუზის კუნძულზე. ის სპარსეთის ყურეში პორტუგალიის კოლონიური მმართველობის ერთ-ერთი ბოლო …

Read More »

ფექრის სახლი

ფექრის სახლი (ან სასახლე) ჰორმოზგანის პროვინციის ქალაქ ბანდარ-ლენგეს ერთ-ერთი ისტორიული შენობაა. სასახლე გვიან ყაჯარული პერიოდისაა, აგებულია ბანდარ ლენგეს  ცნობილი ვაჭარის, …

Read More »

ძველი ქალაქი ქონგ-ი

საპორტო ქალაქი ქონგ-ი ირანის სამხრეთით, ჰორმოზგანის ოსთანში მდებარეობს. წარმოადგენს ბანდერ-ლენგეს შაჰრესთანის ნაწილს. მოსახლეობის სიმრავლით, მერვე ქალაქია პროვინციაში. ქალაქის მიმდებარედ, შემაღლებულ …

Read More »

ხორბასის მღვიმე

ხორბასის მღვიმე ყეშმის ერთ-ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა; მდებარეობს ქალაქ ყეშმიდან 15 კმ. მანძილის მოშორებით, სოფელ ხორბასთან. აქ შემორჩენილია კლდოვანი არქიტექტურის კვალი, …

Read More »