انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

თავრიზი

ქალაქი თავრიზი წარმოადგენს აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის ადმინისტრაციულ ცენტრ. მოსახლეობის რაოდენობა, 2017 წლის მონაცემებით, 1 724 369 კაცს შეადგენს, რომელთა უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანული წარმომავლობისაა, გავრცელებული სალაპარაკო ენაებია სპარსული და აზერბაიჯანული ენის თავრიზული დიალექტი.

ქალაქს თავისი არსებობის განმავლობაში არაერთი აღმასვლა და წარუმატებლობა განუცდია – უცხოელთა დაპყორბები და ბუნებრივი კატასტროფები, მათ შორის დამანგრეველი მიწისძვრებიც.  არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ქალაქის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. I და  II ათასწლეულებში. ისტორიის განმავლობაში, თავრიზი არაერთხელ ყოფილა ქვეყნის დედაქალაქი. თავრიზი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ცივ კლიმატიანი ქალაქია.

ქალაქი თავრიზი ტურისტული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო მხარეა. აქ თავმოყრილია უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლი, ტრადიციული ბაზრები, ხალიჩების სახელოსნოები, დასასვენებელი პარკები და სხვა. ამათგან აღსანიშნავია ალი-შაჰის საკრებულო მეჩეთი (1310-1320), რომელიც 1809 წელს გადააკეთდა ციტადელად. ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი ცისფერი მეჩეთი (1465), რომელიც XX საუკუნეში ნაწილობრივ აღადგინეს. თავრიზშია პავლიონებით დამშვენებული პარკი გოლესთანი.

 

Exit mobile version