انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

გონბად-ე ყაფარიე

გონბად-ე ყაფარიე (ყაფარიეს გუმბათი) მდებარეობს ქალაქ მარაყეში, ჩრდილო – დასავლეთ უბანში, მდინარე სუფიჩაის ნაპირთან. ნაგებობა აშენებულია ჰულაგუიანთა მმართველობის ეპოქაში, აბუ საიდ ბაჰადურ-ხანის მიერ.  ყაფარიეს გუმბათი, ისევე როგორც მარაყეში მდებარე მსგავსი არქიტექტურის ნაგებობები, სწორკუთხა ფორმისაა, ნაგებია ქვის კვარცხლბეკზე. შენობას  შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს.  დეკორირებულია ფერადი – შავი, თეთრი და ცისფერი მოჭიქული ფილებით.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version