انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ხუდაფერინის ხიდი

ხუდაფერინის ხიდები, შუა საუკუნეების (დაახლოებით XII—XIII სს.) ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საფეხმავლო ხიდია, რომლებიც კვეთენ მდინარე არაქსს სოფელ ყუმლაყსა და ხუდაფერინთან. ხიდის ერთი ბოლო ირანში, ხოლო მეორე ბოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა.

ხიდებიდან ერთ-ერთი, 15 თაღიანი ხიდი, კარგად არის შემონახული და დღესაც გამოიყენება,  ხოლო მეორე, 11 თაღიანი ხიდი, დანგრეულია, მისგან მხოლოდ სამი შუა თაღია შემორჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წერილობითი წყაროები 15 თაღიანი ხიდის მშენებლობას VII საუკუნეს მიუთითებს, მას მაინც XII საუკუნეს მიაკუთვნებენ, რომელიც შემდგომში აღადგინეს და გაარემონტეს. 11 თაღიანი ხიდი კი სავარაუდოდ XIII საუკუნეში, ჰულაგუიანების ეპოქაშია აგებული.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version