ზომა-წონის მუზეუმი ქალაქ თავრიზში, სოლმასის სახლში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი მუზეუმია ირანში.
აქ წარმოდგენილია ზომისა და წონის საზომი სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათ შორის ოქრომჭედლის სასწორი, დიდი სატვირთო სასწორი, უძველესი ქვის სასწორი, ნავთობის წონის, დროის, მანძილის საზომი ხელსაწყოები, ასტროლაბები, მეტეოროლოგიური საზომი ხელსაწყოები, კომპასები, საათები და სხვა.