ქალაქი მარაყე აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის სიდიდით მეორე ქალაქი და მარაყე საოლქო ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი მდებარეობს მდინარე სუფიჩაის ნაპირზე, ვულკანური მთა საჰანდის სამხრეთ კალთაზე, ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრიდან 135 კმ. დაშორებით. მარაყე, რომელიც ცნობილია როგორც ქალაქი-ბაღნარი და ასტრონომიის მთავარი ცენტრი, ირანის ათი ისტორიული ქალაქიდან ერთ – ერთია. ქალაქს ყოველწლიურად ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს. ქალაქი გამწვანებული ბაღებით, სკვერებით, ხეივნებით და ულამაზესი მდინარით სუფი ჩაი, რომელიც ქალაქის ცენტრში გაედინება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში. ქალაქი დასახლებული იყო ძველი დროიდან, მაგრამ XII-XIV სს., ქალაქის განვითარებისა და აყვავების პერიოდია. მარაყე ქვეყნის 10 ქალაქთაგან ერთ – ერთია, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. აქ 300-ზე მეტი ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ-ისტორიული ძეგლია აღნუსხული. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და ტურისტული ადგილია მარაყეს ოსერვატორია, რომელც განთქმული იყო თავისი მდიდარი და უნიკალური ბიბლიოთეკით.