انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ქალწულის კოშკი (ყიზყალასი)

ქალწულის კოშკი (აზერბაიჯანულ ენაზე “ყიზყალასი”) მდებარეობს აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის მიანეს ოლქში. ძეგლი რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში. ქალწულის კოშკი მდებარეობს ფოლდოხთარის ხიდთან ახლოს, ორი კილომეტრის დაშორებით, ყაფლანქუჰის მთიანეთში. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ამ ციხე-კოშკის მშენებლობა არტაქსერქსე I-ის სახელს უკავშირდება. ზოგის შეფასებით, ამ ციხის მშენებლობა VIII-XII სს. უკავშირდება. მაგრამ ციხე-კოშკის არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მასალის თანახმად, მისი მშენებლობა ადრე სასანური ხანიდან იწყება.

Next Prev
اسلاید 3 | محتوای شما
Next Prev
Exit mobile version