انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

თავრიზის ბაზარი

ქალაქი თავრიზი, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, კულტურათა გაცვლის ადგილს წარმოადგენდა, ქალაქის ბაზრის კომპლექსი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრს აბრეშუმის გზაზე. ბაზარი ქალაქის ცენტრიში მდებარეობს და მოიცავს რამდენიმე, შედარებით პატარა ბაზარს. ქალაქმა განვითარების და აყვავების პიკს XIII საუკუნეში მიაღწია, როდესაც ის სეფიანთა იმპერიის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან XVI საუკუნეში დაკარგა, მაგრამ მისი ბაზარი კვლავ მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრად რჩებოდა. დღესაც კი, ეს ბაზარი თავრიზის და მთელი ჩრდილო-დასაველთი ირანის ეკონომიკური გულია. ბაზარი რამდენიმე რელიგიური ცერემონიისთვისაც გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანია აშურას დღე, როდესაც 10 დღის განმავლობაში, მოვაჭრეები წყვეტენ ვაჭრობას და ბაზრის ტერიტორიაზე რელიგიური ცერემონიები იმართება. ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის სხვა ბაზრების შემთხვევაში, აქაც, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულია რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის აღსანიშნავია ჯამე (საკრებულო) მეჩეთი.

2010 წელს, თავრიზის ისტორიული ბაზარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად (უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე;  უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს; უნდა იყოს ტრადიციული საცხოვრისის ან მიწათმოქმედების გამორჩეული მაგალითი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კულტურას( კულტურებს), განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კულტურა საფრთხის წინაშეა შეუქცევადი ცვლილებების გამო.), შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version