انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ხალიდ ნაბის სასაფლაო

ხალიდ ნაბის სასაფლაო მდებარეობს ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გულისტანის ოსთანში, თურქმენეთის საზღვართან, ქალაქ გონბადე ქავუსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრზე, თურქმენეთის ველზე, გოქჩე დაღის მთებში. სასაფლაო შეფენილია მთის ქედზე, “ხალიდ ნაბის” მავზოლეუმიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით. ხალიდ ნაბი, თურქმენული ტომის იომუდის ზეპირი ტრადიციის თანახმად, ისლამამდელი წინასწარმეტყველი იყო და მის მავზოლეუმს, აქვე მდებარე ათა-ჩოფუნის (მამა-მწყემსი) მავზოლეუმთან ერთად, პილიგრიმები სტუმრობენ.

Next Prev

 

Next Prev
Exit mobile version