გორგანის დიდი კედელი სასანური ეპოქის თავდაცვითი სისტემაა, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ქალაქ გორგანთან ახლოს, გულისტანის ოსთანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში, კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. კედელი იწყება კასპიის ზღვის სანაპიროდან, გომიშანის მხარეში და გრძელდება გოლიდაღის მთებამდე, ქალაქ ქალალეს ჩრდილო-აღმოსავლეთით. მიუყვება მდინარე გორგანის ჩრდილოეთ ნაპირს. გორგანის კედელს ადგილობრივმა ირანულენოვანმა ხალხმა “მარე სორხ” – წითელი გველი შეარქვა, კედლის მშენებლობისთვის გამოყენებული წითელი აგურის ფერის მიხედვით. კედლის სიგრძე 195 კმ, სიგანე 6-10 მეტრია. კედლის გაყოლებაზე ყოველ 10-15 კმ-ზე იყო თავდაცვითი ფორტები ჰქონდა, სულ დაახლოებით 40. სხვადასხვა დროს მას ემსახურებოდა მუდმივი გარნიზონი 10-დან 30 ათასამდე კაცით. გორგანის კედელი ყველაზე დიდი თავდაცვითი კედელია მსოფლიოში ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ. ეს უზარმაზარი ისტორიული კედელი, 1999 წლის 20 ივლისს რეგისტრირებული იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.