انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ქაბუდვალის ჩანჩქერი

ქაბუდ-ვალის ჩანჩქერი მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ალიაბადე ქათულის  სამხრეთით დაახლოებით 3 კილომეტრზე. ქაბუდვალი არის ყველაზე დიდი ხავსიანი ჩანჩქერი ირანში და გულისტანის პროვინციის ერთ-ერთი სანახაობრივი ადგილი. მისი სიმაღლე დაახლოებით ექვსი მეტრი, წყალი კი ცივი და მტკნარია.

სიტყვა ქაბუდვალ, ადგილობრივ დიალექტზე, ორი ნაწილისგან შედგება: „ქაბუდ“ -ცისფერის მნიშვნელობით და „ვალ“ – წყაროს მნიშვნელობით. ჩანჩქერი მდებარეობს ალბორზის მთიანეთში, სადაც ფაუნის მრავალი სახეობა ბინადრობს და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი იზრდება. ქაბუდვალის ჩანჩქერი პოპულარული ტურისტული ადგილია გულისტანის პროვინციაში.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version