انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ხანოვის ქარვასლა

ხანოვის ქვის თაღები, მდებარეობენ ქალაქ ჯუნყანიდან 8 კმ. მანძილის დაშორებით,  დარქაშ-ვარქეშის ხეობაში, (შაჰრექორდი-არდელის მარშრუტი).  შენობა აგებულია განსაკუთრებული ინჟინრული ხერხის გამოყენებით, თლილი ქვების მშრალი წყობით (დუღაბის გამოყენების გარეშე), თაღების  სიმაღლე 2,5 მეტრია და სიგანე 3 მეტრი, ხოლო სიღრმე 7 მეტრს აღწევს.  ნაგებობამ საუკუნეების განმავლობაში გაუძლო არაერთ მიწისძვრასა თუ სხვა დამანგრეველ ბუნებრივ ფაქტორებს. ისტორიული ძეგლი, რომელიც ხანოვის ქარვასლის სახელითაა ცნობილი, ქალაქ ჯუნყანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. სავარაუდოდ, შენობა რომელსაც ქარვასლის ფუნქცია ჰქონდა, ასევე გამოიყენებოდა როგორც საგუშაგო პოსტი. შენობის შუაგულში არის ჭა, რომელიც  ტანბუშის (სპეციალური თიხის მილები) მეშვეობით მარაგდებოდა წყლით. ხან ოვის ქარვასლის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მეორე ნაპირზე, წყლის დიდი წისქვილია, რომლის ქვის დიამეტრი ორი გაზია (ძველი საზომი ერთეული, უდრის 208 სმ.-ს). ეს წყლის წისქვილი, სალვარანის ისტორიულ რაიონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version