ულამაზესი ჩოღახორის წყალ-ჭაობი (ან ტბორი), რომლის ფართობი დაახლოებით 2300 ჰექტარია, მდებარეობს ბარაფთაბის და ქელარის მთისწინეთში, ქალაქ ბოლდაჯის და სოფლების სიბაქის და დასთგერდის მახლობლად. ვრცელი ტერიტორია, სასიამოვნო კლიმატი, ულამაზესი პეიზაჟები და მრავალფეროვანი ფაუნა, გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველების არსებობა, ჩოღახოის წყალ-ჭაობის ტერიტორიას ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანის ერთ – ერთ მნიშვნელოვან ტურიზმის ცენტრად აქცევს. ჩოღახორის ტურისტული სოფელი ამ რეგიონის ერთ-ერთი ტურისტული პროექტია.