انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ეკბატანა

ეკბატანა, ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი, მიდიელთა სატახტო ქალაქი, აქემენიანთა საზაფხულო სატახტო რეზიდენცია, მოგვიანებით პართიის მეფეთა სატახტო ქალაქი იყო. ძველ სპარსულ ენაზე ქალაქის დასახელება „ჰაგმათანა“, შეკრების ადგილს ნიშნავს.  ძველი ბერძენი ავტორები ესქილე და ჰეროდოტე, ქალაქს “აგბატანას” სახელით მოიხსენიებენ, ხოლო სხვა ბერძნულ წყაროებში მოხსენებულია სახელით ეკბატანა. ძვ.წ. VII-VI სს-ში ეკბატანა მიდიის დედაქალაქი იყო, ხოლო ძვ.წ. 550/549 შემდეგ აქემენიდთა საზაფხულო რეზიდენცია. სელევკიდების, პართიელების და სასანიანების დროს წარმოადგენდა მნიშვნელოვან ცენტრს მესოპოტამიიდან აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მიმავალ სავაჭრო გზაზე. VII ს-ში დაიპყრეს არაბებმა, XI ს-ში – ოღუზებმა. 1220 წ. დაანგრიეს მონღოლებმა.

პირველი არქეოლოგიური გათხრები ეკბატანაში 1913 წელს ჩარლზ ფუსის მიერ განხორციელდა. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ქალაქი ჰამადანი ძველი ეკბატანას უმეტეს ტერიტორიას მოიცავს, არქეოლოგიური სამუშაოები შეზღუდულად მიმდინარეობდა.  1969 წელს ირანის კულტურის სამინისტრო მიერ, დაიწყო კერძო საკუთრების გამოსყიდვის პროცესი, რათა ტერიტორიაზე განახლებულიყო არქეოლოგიური სამუშოები. არქეოლოგიური სამუშაოები, მხოლოდ 1983 წელს განახლდა და დღემდე გრძელდება.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version