ჰაჯ აღა თორაბის აბანო, ყაჯარული ეპოქის ძეგლია, რომელიც აშენებულია ჰაჯ მირზა მუჰამედ თაყის მიერ, ცნობილია ასევე სახელით “ტყუპი აბანოები”. ეს ისტორიული შენობა, 1976 წლის 27 დეკემბერს სარეგისტრაციო ნომრით 1492, რეგისტრირებული იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში. მდებარეობს ჰამადანის ოსთანში, ქალაქ ნაჰავანდში, ალიაბადის უბანში, ჰაჯ აღა თორაბის ქუჩაზე.