انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ყორბანის კოშკი

ყორბანის კოშკი (ბორჯე ყორბან), X-XI საუკუნის ძეგლია, მდებარეობს ქალაქ ჰამადანში, ზანდიების რაიონში, შაჰიდ მადანისა და თალეყანის ქუჩების კვეთაზე, ავიცენას სახელობის დაწყებითი სკოლის მიმდებარედ. წარმოადგენს შეიხ-ულ-ისლამ ჰასან ბენ ათარ ჰაფეზ აბუ ალ ჰამადანის და სელჩუკთა მმართველთა ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენლის განსასვენებელ აკლდამას. ნაგებობა წარმოადგენს აგურის კოშკს, თორმეტ წახნაგოვანი, პირამიდის ფორმის გუმბათით.
1978წლის 18 ივნისს, სარეგისტრაციო ნომრით 1078/3, ძეგლი რეგისტრირებული იქნა ირანის ისტორიული და ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version