12 მეტრის სიმაღლის განჯნამეს ჩანჩქერი, ალვანდის მთაზე, ქალაქ ჰამადანიდან დასავლეთით ხუთი კილომეტრის მანძილზე, ცნობილი განჯნამის წარწერების გვერდით მდებარეობს. ჩანჩქერი მთელი წლის განმავლობაში უხვწყლიანია. ჩანჩქერის წყლის საშუალო ნაკადი წამში 200 ლიტრია, გადის აბასაბადის და განჯნამის ხეობებში. განჯნამეს ჩანჩქერი, ყოველწლიურად, ვიზიტორთა, მთასვლელთა და კლდეზე მცოცავთა დიდ რაოდენობას იზიდავს.
განჯნამის ჩანჩქერი ოცდამეერთე ეროვნული ბუნების ძეგლია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციამ 2008 წლის 6 დეკემბერს ირანის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.