გოლჯიქის მღვიმე, კირქვის ექვსი გამოქვაბულიდან ერთ-ერთია, რომელიც ზენჯანის ოსთანში აღმოაჩინეს. ამ უზარმაზარი გამოქვაბულია ზომა, რომელიც ბუნებრივად, კირქვის ქანების ეროზიის შედეგად წარმოიქმნა, 700 × 100 მეტრზეა, სავარაუდო სიმაღლე 50 მეტრია. ხელსაყრელი კლიმატის წყალობით, მღვიმე პრეისტორიული ადამიანების თავშესაფარსა და საცხოვრებელს წარმოადგენდა.