انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. სოლთანიეს მეჩეთი, უშუალოდ ოლჯაითუ-ხოდაბანდეს ბრძანებით, 1302 – 1312 წლებში აშენდა  ქალაქ სოლთანიეში, ზენჯანის მახლობლად და წარმოადგენს ირანული და ისლამური ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშს. სოლთანიეს მეჩეთის გუმბათი, სიდიდით მესამე გუმბათია მსოფლიოში, სანტა მარია დელ ფიორეს (ფლორენცია – იტალია) და აია სოფიას (სტამბული – თურქეთი) გუმბათების შემდეგ. სოლთანიეს მეჩეთის გუმბათის სიმაღლე და განსაკუთრებული ცისფერი შეფერილობა, არქიტექტურული თვალსაზრისით ძალზე ღირებულია. 2005 წელს, სოლთანიეს მეჩეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად (​უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს; უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის, არქიტექტურული ანსამბლის ან ლანდშაფტის ღირსშესანიშნავ მაგალითს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს(ებს).) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version