انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ხარკის ანტიკური სასაფლაო

ხარკის ანტიკური სასაფლაო, რომელიც მდებარეობს ირანის სამხრეთით სპარსეთის ყურის კუნძულ ხარკზე, წარმოადგენს ბუშირის ოსთანის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლსა და ღირსშესანიშნაობას. ხარკის უძველესი სასაფლაო, კუნძულ ხარკის მთიან ნაწილში მდებარეობს. სამარხები, თავიანთი მცირე სიღრმისა და ზოგიერთი მათგანის წრიული ფორმის გამო, შეიძლება ზოროასტრელების სამარხებს მივაკუთვნოთ. ზოგიერთ სამარხში დაბალი შესასვლელია, რომლის თავზეც ჯვარია გამოსახული, რაც გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ აქ, ზოგიერთ სამარხში ქრისტიანებიც იკრძალებოდნენ. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამარხების გათხრების შედეგად, არქეოლოგები მათ სასანური პერიოდით ათარიღებენ. სამარხებში, სადაც მამაკაცები იყვნენ დაკრძალული, არაფერია ნაპოვნი, მაგრამ ქალთა სამარხებში ნაპოვნია მომცრო ზომის მინის ჭურჭელი, რომლებიც შესაძლოა სანელსაცხებლე ყოფილიყო, ასევე ნახევრად ძვირფასი ქვების და მეტალის სამკაულები და ბრინჯაოს სარკეები.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version