انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ქალაქი სირაფი

ისტორიული ქალაქი სირაფი, ირანის ბუშირის ოსთანის ქანგანის ოლქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს. 2016 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6992 ადამიანს შეადგენდა. ლეგენდის თანახმად, ქალაქ სირაფის ისტორიული ნაწილი, ძველი სასანური პორტი იყო სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე, რომელიც დაახლოებით 970 წელს განადგურდა. სირაფიდან კონტროლდებოდა სამი სხვა საპორტო ქალაქი: ბანდარ თაჰერი, ბანდარ ქანგანი და ბანდარ დაიერი. სპარსეთის ყურე, ისტორიულად წარმოადგენდა დიდ სავაჭრო მარშრუტს არაბეთის ნახევარკუნძულსა და ინდოეთს შორის, არაბეთის ზღვის გავლით. წყალზე გადასაადგილებლად და სავაჭროდ ძირითადად გამოიყენებოდა ტრადიციული, პატარა იალქნიანი გემები დაუ.

ქალაქს 2008 წლამდე ბანდარ თაჰირი ერქვა, მთავრობის გადაწყვეტილებით მას შეეცვალა სახელი და დაერქვა სირაფი. სირაფი ძალიან ძველი ქალაქია სპარსეთის ყურეში და მას ხანგრძლივი ისტორია აქვს. პორტში, სადაც ერთ დროს დროს 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ცნობილი იყო თავისი ტოლერანტობით. აქ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა კონფესიის – ზოროასტრები, ქრისტიანები, მანიქევლები, ებრაელები, ბუდისტები და ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ. ამას მოწმობს აქ შემორჩენილი ძველი, ისტორიული სასაფლაოებიც.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version