انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

კუნძული ხარკი

ხარკი, სპარსეთის ყურის ირანული კუნძული, მდებარეობს ირანის სანაპირო ზოლიდან 25 და ქალაქ ბუშირიდან 57 კილომეტრი მანძილის დაშორებით. შედის ბუშირის ოსთანის ადმინისტრაციულ საზღვრებში. კუნძულზე არის ამავე სახელწოდების ქალაქი და აეროპორტი. ცნობილმა ირანელმა მწერალმა, ჯალალ ალ აჰმადმა კუნძულ ხარკს „სპარსეთის ყურის ობოლი მარგალიტი“ უწოდა.

კუნძულ ხარკზე მდებარეობს ირანის ყველაზე დიდი ნავთობ ტერმინალი (ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის 90 პროცენტი), რომელიც 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის დროს ძლიერ დაზიანდა, როდესაც იგი რეგულარულად იბომბებოდა ერაყული ბომბდამშენების მიერ. ტერმინალს მართავს ირანის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ირანის ნავთობ ტერმინალების კომპანია, რომელიც წარმოადგენს ნავთობის ეროვნული მონოპოლიის, ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის (NIOC) შვილობილ კომპანიას.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version