انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ჩამ ნამეშთის ხიდი

ჩამ ნამეშთის ხიდი სასანური ეპოქით თარიღდება, მდებარეობს ილამის ოსთანში, დარეშაჰრის და სოფლების ყალამაბადის, ჩამქალანისა და ჩამნამეშთის სიახლოვეს მდინარე სეიმარეზე. ისტორიული ხიდი ჩამნამეშთი უახლოეს გასულ საუკუნეებშიც გამოიყენებოდა. დღეს ხიდის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, ხოლო მდინარემ რომელზე ხიდი იყო აშენებული, კალაპოტი იცვალა. ჩამ ნამეშთის ხიდი აშენებული იყო მდინარის ფართო ნაწილში; თავდაპირველად თრამეტმალიანი უნდა ყოფილიყო, რომელთაგან თითოეულის სიგანე 15 მეტრი, ხოლო ხიდის მთლიანი სიგრძე 270 მეტრი უნდა ყოფილიყო.  ხიდის მშენებლობისას გამოყენებული იყო ქვის მასალა, თაბაშირის ხსნარი და თიხისა და კირქვის ნარევი.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version