انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ბაჰრამ ჩუბინის ხეობა

ბაჰრამ ჩუბინის ხეობა, ვიწრო და მაღალი ხეობაა, რომელსაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქაბირქუჰის მთის ფერდობებზე, სოფელ არამუსთან ახლოს, ქალაქების დარეშაჰრი-ფოლდოხთარის დამაკავშირებელი გზის დასავლეთ მხარეს, ილამის ოსთანში.ეს ხეობა აქ შემორჩენილი გამაგრებული ნაგებობებისა და სამხედრო ციხესიმაგრეების ნაშთებით, სასანური ეპოქას მიეკუთვნება და ბაჰრამ ჩუბინს სახელს უკავშირდება. გადმოცემით ბაჰრამ ჩუბინმა, ხოსრო ფარვიზის წინააღმდეგ აჯანყების დროს ამ ხეობას შეაფარა თავი. აქ არსებული ნაგებობების მხოლოდ ნანგრევბიღაა შემორჩენილი. ასევე სასმელი წყლის შესანახი ქვის ოთხი წყალსაცავი და საკომუნიკაციო მილები.

Next Prev
Next Prev

 

Exit mobile version