ხურის ჩანჩქერი, ბუნების უმშვენიერესი სანახაობაა ჩალუსის გზის უნიკალური ბუნების შუაგულში. სიტყვა „ხურ“ მზეს ნიშნავს. ჩანჩქერი ხურ მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფლის სიახლოვეს, განდომ-ჩალის მწვერვალის დასავლეთ კალთაზე, 2800 მეტრის სიმაღლეზე. ჩანჩქერის სიმაღლე 60 მეტრია და ალბორზის ოსთანის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ხალხმრავალი ტურისტული ადგილია, რომელიც უნიკალური კლიმატისა და მშვენიერი ბუნების წყალობით, მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.